SPORT-ის ინფორმაციით, 2025 წლის ზაფხულში "ბარსელონა" "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველის, ფაბიან რუისის დამატებას ეცდება.
"ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს უკვე შედგენილი აქვს იმ სამიზნეთა სია, რომლებსაც გუნდის შუა ხაზის გაძლიერება შეეძლებათ. სიაში ასევე ვხედავთ ლეონ გორეცკასა და იოზუა კიმიხს.
კატალონიურ გრანდში 28 წლის ნახევარმცველის მსგავსი მოთამაშე სჭირდება. იგი სიღრმიდან უნდა მოქმედებდეს, მაგრამ მეტოქის კარისთვისაც საფრთხეს წარმოადგენდეს.
რუისისთვის ბრძოლაში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სერიოზული კონკურენტი შეიძლება მადრიდის "რეალი" იყოს. "სამეფო კლუბმა" ფაბიანს თვალი მას შემდეგ დაადგა, რაც მან ევრო 2024-ზე ფანტასტიკურად იასპარეზა.
სხვათა შორის, ესპანელმა ფეხბურთელმა "პსჟ-ში" სასტარტო შემადგენლობის წევრის სტატუსი დაკარგა. ძირითად XI-ში ადგილს მას ჟოაუ ნევეში ართმევს.
შეგახსენებთ, რომ ფაბიანს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.