1 წლის და 3 თვის წინ
ოლმო ტრავმირებულია - რა პერიოდით იუქმებს დანი
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ესპანელმა შემტევმა, დანი ოლმომ "ჟირონასთან" მატჩში თავი გოლით კი გამოიჩინა, მაგრამ ამ შეხვედრაში მისთვის ცუდი რამეც მოხდა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 26 წლის ფეხბურთელს ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე მიღებულმა დაზიანებამ შეახსენა თავი.
ჟურნალისტ ხავი მიგელის ცნობით, დანი 7-დან 10 დღემდე იუქმებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ოლმო ჩემპიონთა ლიგაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მიერ გასამართ პირველ შეხვედრას, სადაც გუნდი "მონაკოს" უნდა დაუპირისპირდეს, დააკლდება.
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა დანი "ვილიარეალთან" შეხვედრაში, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.
მონეგასკებს კატალონიური გრანდი 19 სექტემბერს ესტუმრება, ხოლო "ყვითელ წყალქვეშა ნავს" - 22 სექტემბერს.
აქვე გეტყვით, რომ ოლმოს "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 3 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი