დანი ოლმო "მონაკოსთან" მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, - იუწყება RAC1. "ბარსელონას" ახალწვეულს მარცხენა ბარძაყზე, ჰამსტრინგის კუნთზე აქვს ტრავმა მიღებული.
საბედნიეროდ, დანის დაზიანება სერიოზული არაა, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი "ვილიარეალთან" შეხვედრაში თამაშიც.
ცხადია, "ბლაუგრანას" ქომაგს ახლა ის აინტერესებს, თუ ვინ შეცვლის ოლმოს მომდევნო მატჩებში. ამის შესახებ SPORT-მა დაწერა.
წყაროს თანახმად, ერთი ვარიანტი ისაა, რომ მარცხენა გარემარბის პოზიცია ფერან ტორესმა დაიკავოს, რაფინიამ კი ისევ ცენტრში შეიწიოს. კიდევ ერთი ოფციაა სასტარტო შემადგენლობაში პაბლო ტორეს დაყენება. რაც შეეხება პედრისა და მარკ კასადოს, ძირითად თერთმეტეულში ადგილი მათ გარანტირებული აქვთ.
არც ისაა გამორიცხული, რომ ფერანმა და რაფინიამ როლები გაცვალონ და ესპანელ თავდამსხმელს ათიანის პოზიციაზე მოუხდეს თამაში.
სხვათა შორის, ფლიკს "ვილიარეალთან" შეხვედრაში ვარიანტები კიდევ უფრო შეზღუდული ექნება, რადგან ტორესი გუშინ მოედნიდან გააძევეს, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია კი სწორედ "ყვითელი წყალქვეშა ნავის" წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩს გამოატოვებინებს.
"მონაკოს" კატალონიელები 19 სექტემბერს შეერკინებიან, "ვილიარეალს" კი 22 სექტემბერს ესტუმრებიან.