1 წლის და 3 თვის წინ
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსოფლიოში - რა თანხას გადაუხდის "ბარსა" ბონმატის
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ქალთა გუნდის ვარსკვლავს, აიტანა ბონმატის გასულ ზაფხულს უამრავი სარფიანი შეთავაზება ჰქონდა, თუმცა მან "ბარსელონაში" გადაწყვიტა დარჩენა, დღეს კი კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ესპანელ შემტევსა და "ლურჯ-ბროწეულისფრებს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2028 წლის ივლისამდე იმოქმედებს.
ESPN-ის ინფორმაციით, ბონმატი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ქალი გახდა.
ზუსტი რიცხვი არ სახელდება, მაგრამ დღევანდლამდე, "ბარსა ფემენეში" ყველაზე დიდი ხელფასი ალესია პუტელიასს ჰქონდა, რომელიც კვირაში 15 000 ევროს, ყოველწლიურად კი - 800 ათას ევროს გამოიმუშავებდა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ აიტანას წლიური ანაზღაურება დაახლოებით 1 მილიონი ევრო იქნება.
ცნობისთვის, 26 წლის ბონმატი ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი