2 თვის და 1 კვირის წინ
ფლიკი მან ყველაზე მეტად გააოცა - "ბარსელონა" მოლოდინშია
ავტორი
Aa
ანსუ ფატიმ ჰანსი ფლიკი სავარჯიშო სესიებზე ყველაზე მეტად გააოცა, - იუწყება Cadena Ser.
SPORT-ის ინფორმაციით, 21 წლის თავდამსხმელი სათამაშოდ ისევ მზად არის.
ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ანსუს მინდორზე დასაბრუნებლად "ვილიარეალთან" გასამართი მატჩი საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თუმცა ბოლო სიტყვა მაინც გერმანელმა სპეციალისტმა უნდა თქვას.
"ყვითელი წყალქვეშა ნავის" წინააღმდეგ ფლიკს ფერან ტორესი დისკვალიფიკაციის, ხოლო დანი ოლმო - ტრავმის გამო არ ეყოლება. შეტევაში რესურსის კიდევ უფრო შეზღუდულობიდან გამომდინარე, ჰანსის შეიძლება სხვა გამოსავალი არც დარჩეს, გარდა იმისა, რომ ფატი განაცხადში შეიყვანოს.
ცნობისთვის, "ვილიარეალისა" და "ბარსელონას" მატჩი 22 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ