2 თვის და 1 კვირის წინ
როდის ბრუნდებიან ტრავმირებულები - თარიღები ცნობილია
როდის ბრუნდებიან ტრავმირებულები - თარიღები ცნობილია

სეზონი ჯერ კიდევ ახალი დაწყებულია, თუმცა ის ტრავმიანობა, რომელიც "ბარსელონასთვის" ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა, ახლაც გრძელდება. ლაზარეთს გუშინ დანი ოლმო შეუერთდა. ესპანელ შემტევს ბარძაყზე ჰამსტრინგის კუნთი აქვს დაზიანებული.

"ბლაუგრანას" ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების თარიღების შესახებ დღეს SPORT-მა დაწერა. მათი ცნობები შემდეგნაირად გამოიყურება:

დანი ოლმო "ბარსელონა" ოლმოს დაბრუნებას 20 ოქტომბრისთვის ელოდება.

ფრენკი დე იონგი ნიდერლანდელ ნახევარმცველს სამედიცინო შტაბი მწვანე შუქს მომდევნო კვირაში აუნთებს. თუ ყველაფერი კარგად წავა, მან შეიძლება "ხეტაფესთან" მატჩში ითამაშოს.

პაბლო გავი პაბლო დაახლოებით ერთ თვეში დაბრუნდება. გავის მოედანზე 20 ოქტომბერს, "სევილიასთან" შეხვედრაში ელიან, მაგრამ, შესაძლოა, ეს კიდევ უფრო ადრეც მოხდეს.

ანდრეას კრისტენსენი დანიელ მცველს დაბრუნების თარიღი არ აქვს განსაზღვრული. მისი თამაში შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული. კრისტენსენი აქილევსის მყესზე განიცდის დისკომფორტს და კონსერვატიულ მკურნალობას გადის.

აქვე, Catalunya Radio იუწყება, რომ ფერმინ ლოპესს "მონაკოსთან" მატჩში სურდა დაბრუნება, თუმცა კლუბს მისი ტრავმის სრულად მოშუშება უნდა, ამიტომ ესპანელი ნახევარმცველი მინდორზე "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამოჩნდება.

ცნობისთვის, გუნდთან ერთად უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს ანსუ ფატი. 21 წლის თავდამსხმელი შეიძლება ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრის განაცხადშიც მოხვდეს.


Facebook კომენტარები