"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა თავის ახალ ინტერვიუში "ბლაუგრანაში" მუშაობის გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
"ბარსას" გაწვრთნა განსაკუთრებულია. შენ ავარჯიშებ გუნდს, რომლის სათამაშო სტილიც მოგწონს და მუშაობ იმით, რაც მათ უკვე აქვთ. ნულიდან დაწყება არ გიწევს.
"ბარსელონაში" ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რასაც დღესაც ვიყენებ.
"ბარსას" ჯერ კიდევ აქვს ჩემი ვალი. ხელფასის უკანასკნელ ნაწილს ისინი ამ თვის ბოლოს, გუნდიდან წასვლიდან 4 წლის შემდეგ ჩამირიცხავენ," - განაცხადა კანტაბრიელმა სპეციალისტმა.
65 წლის სეტიენი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2020 წელს ედგა სათავეში. "ბლაუგრანა" მან მინდორზე 25 მატჩში გაიყვანა, დამარცხდა კოპა დელ რეიზე, წააგო ლა ლიგა "რეალთან" და ჩემპიონთა ლიგას მიუნხენის "ბაიერნთან" შერცხვენით (2:8) დაემშვიდობა.
კარისკენ კიკეს სწორედ "რეკორდმაისტერთან" განადგურების შემდეგ მიუთითეს.