1 წლის წინ
მესის მამა ფრანგულ მედიას დაუპირისპირდა - რყევები პარიზში
მესის მამა ფრანგულ მედიას დაუპირისპირდა - რყევები პარიზში

ფრანგული მედია "პარი სენ ჟერმენის" არგენტინელ მეგავარსკვლავზე, ლიონელ მესიზე აქტიურ იერიშს ახორციელებს.

უკანასკნელ დღეებში ფრანგულმა მედია-საშუალებებმა რამდენიმე ისეთი ინფორმაცია გაავრცელეს, რომელიც ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელის სახელის ლაფში ამოსვრას ისახავდა მიზნად.

ჟურნალისტები წერენ, რომ მესი "პსჟ-სგან" იმდენ ხელფასს ითხოვს, რამდენსაც კილიან მბაპე იღებს. დაიწერა ლეოს მიერ "ალ ჰილალისგან" 600 მილიონი ევროს მოთხოვნის შესახებ.

ეს ყველაფერი კი დღეს გაჟღერებულმა ინფორმაციამ "დააგვირგვინა", საიდანაც ვიგებდით, რომ 35 წლის ფეხბურთელმა "პსჟ-ს" გუშინდელი ვარჯიში თვითნებურად დატოვა, რისი მიზეზიც კრისტოფ გალტიესთან კონფლიქტი გახლდათ.

ამ ყოველივეს ლეოს მამა, ხორხე მესი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"როდემდე უნდა იტყუებოდეთ? ეს ყველაფერი სიცრუეა! მსგავსი რამ არ დაიჯეროთ. ჩვენ აღარ შევეგუებით იმას, რომ მედიამ ყალბი ინფორმაციები შეთხზას, რათა გამომწერები მოიმატოს," - დაწერა მესიმ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "პსჟ-ს" საკონტრაქტო შეთავაზება "ლა პულგას" მაგიდაზე უდევს, თუმცა ლეოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.


Facebook კომენტარები