1 წლის და 3 თვის წინ
ზუსტი პასუხი არ ჩანს - რა ხდება კრისტენსენის თავს
ავტორი
Aa
როგორც უკვე ცნობილია, ანდრეას კრისტენსენი ამჟამად აქილევსის მყესის ტრავმას იშუშებს. თუმცა, ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ როდის დაბრუნდება ის მოედანზე.
როგორც ირკვევა, დანიელი ცენტრალური მცველი მკურნალობის კონსერვატიულ გეგმას გადის, რის გამოც მოედანზე მისი დაბრუნება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება ის რეაბილიტაციის პროცესს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრისტენსენი აქილევსის დაზიანებას შეეჭიდა. თითქმის მთელი გასული სეზონი, მან მსგავსი დაზიანებით ჩაატარა და მატჩები მხოლოდ იანვრის თვეში გამოტოვა.
მიუხედავად დისკომფორტისა, კრისტენსენმა 2023/24 წლების კამპანიაში 37 მატჩი ჩაატარა, ახლა კი, გულშემატივრისთვისაც და კლუბისთვისაც, მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობად რჩება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი