2 თვის წინ
"ბარსას" პრობლემა აქვს - ფლიკმა 3-დან 1 გზა უნდა აირჩიოს
"ბარსას" პრობლემა აქვს - ფლიკმა 3-დან 1 გზა უნდა აირჩიოს

"ბარსელონას" ნახევარდაცვის რგოლში სერიოზული პრობლემები აქვს. ფრენკი დე იონგი და პაბლო გავი სათამაშო კონდიციებში ჯერ არ არიან, მარკ ბერნალი გუნდს 1 წლით ჩამოშორდა, დანი ოლმომ "ჟირონასთან" 5-კვირიანი ტრავმა მიიღო, გუშინ კი ესპანელი ახალწვეულის შემცვლელად შეგულებული ფერმინ ლოპესი დაიმტვრა.

"ლურჯ-ბროწეულისფრებს" ხვალ ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით "მონაკოს" წინააღმდეგ, ჰანსი ფლიკმა კი ოლმოს დანაკლისის აღმოფხვრის გზა უნდა იპოვოს.

Mundo Deportivo გერმანელ სპეციალისტს 4 გზას სთავაზობს:

- ათიანის პოზიცია რაფინიამ დაიკავოს, ფერან ტორესმა კი მარცხენა ფლანგზე ითამაშოს.

- ერიკ გარსია საყრდენ ნახევარმცველად დადგეს, ათიანის ფუნქციები კი პედრიმ შეასრულოს.

- დანი ოლმო პირდაპირ პაბლო ტორემ შეცვალოს.

ყველაზე რეალური პირველი სცენარის განხორციელებაა, თუმცა ვინ იცის, ფლიკმა მონეგასკებს სიურპრიზიც მოუმზადოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ლუი II-ზე" ჩასატარებელი ჯახი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები