"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, ადი ჰუტერმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" ის 4 ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთა განეიტრალებაც მისი გუნდის მთავარი ამოცანა იქნება.
"მათ წინააღმდეგ თავდაცვა მარტივი არ არის. ეს გუნდურად უნდა გავაკეთოთ და ყველანი ერთად ჩავმწკრივდეთ.
ფეხბურთელები მამაცები უნდა იყვნენ და თამაშში ყველაფერი ჩადონ, რადგან ჩვენ არა მხოლოდ ლამინ იამალი უნდა გავანეიტრალოთ, არამედ რაფინია, ლევანდოვსკი, ფერან ტორესი...
ეს მატჩში გადამწყვეტი იქნება," - განაცხადა ავსტრიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ დანი ოლმოს ტრავმიდან გამომდინარე, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემტევი ოთხეული სწორედ ხსენებული ვარსკვლავებისგან უნდა ჩამოყალიბდეს. ყოველ შემთხვევაში, ესპანური გამოცემები ამას ელოდებიან.
ცნობისთვის, სეზონის დაწყებამდე, "მონაკო" და "ბარსა" უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. მათი ჯახი გამპერის თასის ეგიდით შედგა და "თავადებმა" მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს.