"ბარსელონა" დღეს ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონში ჩაებმება. კატალონიური გრანდის პირველი მეტოქე ლიგა ერთის ბინადარი "მონაკოა", რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფრები" გასვლაზე დაუპირისპირდებიან.
SPORT-ის ვარაუდით, ჰანსი ფლიკი მოედანზე ასეთ თერთმეტეულს გაიყვანს:
მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
დაცვა: ჟულ კუნდე, პაუ კუბარსი, ინიგო მარტინესი, ალეხანდრო ბალდე
ნახევარდაცვა: რაფინია, მარკ კასადო, პედრი
თავდასხმა: ლამინ იამალი, რობერტ ლევანდოვსკი, ფერან ტორესი
განსხვავებულ აზრზეა Marca. მადრიდულ გამოცემაში ვარაუდობენ, რომ ათიანის პოზიციაზე დანი ოლმოს არა რაფინია, არამედ პედრი შეცვლის, რაფინია კვლავ შეტევის მარცხენა ფლანგზე დარჩება, კასადოს კი საყრდენ ზონაში ერიკ გარსია შეუწყვილდება.
შეგახსენებთ, რომ "თავადებისა" და "ლურჯ-ბროწეულისფრების" ჯახი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.