მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, კრიშტიანუ რონალდუმ "ბარსელონას" 17 წლის სუპერტალანტის, ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა.
არაბული "ალ სადის" 39 წლის თავდამსხმელმა ევრო 2024-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ლამინ იამალი? მასში დიდ პოტენციალსა და დიდ ნიჭს ვხედავ. მას ცოტა იღბალიც სჭირდება, რადგან ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. იმედი მაქვს, რომ პრობლემები არ ექნება.
აკეთებს იამალი ისეთ რაღაცებს, რაც მე და მესის არასდროს გაგვიკეთებია? კი. ეროვნული ნაკრები მას დაეხმარა, რადგან ძალიან კარგი გახლდათ. ვფიქრობ, ლამინს დიდი მომავალი აქვს.
ვნახოთ, რა მოხდება და როგორი გზა ექნება იამალს. მე მჯერა, რომ იგი ბევრს მიაღწევს," - თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" ესპანელმა გარემარბმა ახალი სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო. 5 მატჩში იამალის მონაგარი 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.