2 თვის წინ
გეგმა შემუშავებულია - როგორ აპირებს "მონაკო" იამალის გაჩერებას
გეგმა შემუშავებულია - როგორ აპირებს "მონაკო" იამალის გაჩერებას

SPORT იუწყება, რომ "მონაკოს" "ბარსელონას" 17 წლის სუპერტალანტის, ლამინ იამალის გამნეიტრალებელი გეგმა აქვს შემუშავებული.

როგორც ირკვევა, მონეგასკები ესპანელ გარემარბს პერსონალურ მეურვეს მიუჩენენ, რათა მან ბურთის თავისუფლად მიღება და ხიფათის შექმნა ვერ მოახერხოს.

"თავადების" მთავარ მწვრთნელს, ადი ჰუტერს ამ დავალების შემსრულებელიც ჰყავს შერჩეული. წყაროს თანახმად, იამალის გაჩერება ბრაზილიელ მარჯვენა მცველს, ვანდერსონს დაევალება. 

სხვათა შორის, ვანდერსონს ადრე "ბლაუგრანასაც" უკავშირებდნენ. კატალონიური გრანდი მარჯვენა მცველის შეძენას მომდევნო სატრანსფერო ფანჯრებზეც აპირებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ თუ 23 წლის ფეხბურტელს კარგი მატჩი ექნება, კლუბის რადარზე იგი შეიძლება დაბრუნდეს კიდეც.

აქვე შეგახსენებთ, რომ იამალმა ახალი სეზონი 3 გოლითა და 4 ასისტით დაიწყო.

"მონაკოსა" და "ბარსას" დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები