მეცნიერებმა დაამტკიცეს: რამდენჯერ და რატომაა მესი რონალდოზე უკეთესი

მეცნიერებმა დაამტკიცეს: რამდენჯერ და რატომაა მესი რონალდოზე უკეთესი

ნიდერლანდულმა საინფორმაციო კომპანია "SciSports"-მა ბელგიის ერთ-ერთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჩაატარა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს თვისებების კვლევა.

აღნიშნული კვლევა ბევრ სათამაშო პარამეტრს მოიცავს, რომელშიც ფეხბურთელი უშუალო მონაწილეობას იღებს და ასევე ყველაზე მთავარი ფაქტორი საბოლოო შედეგზე რამდენად ახდენს ის გავლენას.

როგორც ირკვევა, არგენტინელი პორტუგალიელს ორჯერ აღემატება. უნდა აღვნიშნოთ, რომ მონაცემები 2013-2018 წლების შუალედიდან იყო აღებული. მაშინ როცა კრიშტიანუს ყველაზე შედეგიანი პერიოდი ჰქონდა, თუმცა ამან ლეოს სიდიადე ვერ გადაწონა.

საბოლოო ჯამში, "ლა პულგას" კოეფიციენტი 1.21-ს შეადგებს, ხოლო რონალდუსი - 0.61-ს. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, მესი ბურთით უფრო ხშირად მოქმედებს და ქმნის გაცილებით ბევრ მომენტს და ამასთან მატჩის საბოლოო შედეგზე  უფრო დიდ გავლენას "ბარსას" კაპიტანი ახდენს, ვიდრე კრიშტიანუ.

5 თვის წინ
1396 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ