2 თვის წინ
"დადებით მხარეს შევხედავ" - ფლიკი "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
"დადებით მხარეს შევხედავ" - ფლიკი "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა "მონაკოსთან" წაგებული შეხვედრის შესახებ მატჩისშემდგომ ინტერვიუში ისაუბრობა. გთავაზობთ გერმანელი სპეციალისტის მიერ გაჟღერებულ ყველაზე საინტერესო განცხადებებს:

"დადებით მხარეს შევხედავ. ჩვენ თავსაც გუნდურად ვიცავდით და გუნდურადაც ვუტევდით. გვქონდა საგოლე შანსები, მაგრამ დღეს მათ 2:1 გამარჯვება დაიმსახურეს. ამას უნდა შევეგუოთ."

"გოლი, რომლითაც ანგარიში გავათანაბრეთ, კარგი იყო. ვფიქრობ, რომ ეპიზოდები კიდევ გვქონდა. ვეცადეთ, უკან კომპაქტურად ვმდგარიყავით, მაგრამ იმასაც დაინახავდით, რომ მეტოქეს სწრაფი ფეხბურთელი ბევრი ჰყავდა. თავის დაცვა მარტივი არ ყოფილა."

"ლამინმა დღეს ყველაფერი სცადა. მისთვის რთული მატჩი გამოდგა. იგი ნაადრევად იმიტომ შევცვალე, რომ კვირას გასამართ მატჩზეც ვიფიქრე."

"ჩემპიონთა ლიგაზე კარგ სეზონს მაინც ჩავატარებთ. წინ კიდევ 7 შეხვედრაა. ჩვენს მიზნებს მივაღწევთ."

"ძალები უნდა აღვიდგინოთ და მოვემზადოთ. ყოველ 3 დღეში ერთხელ გვიწევს თამაში. ფეხბურთელებისთვის ეს არ არის მარტივი."

სხვათა შორის, ფლიკმა თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგის ისეთი მატჩი, რომელიც პლეი ოფის ეგიდით არ იმართებოდა.

მთავარ საკლუბო ტურნირზე მომდევნო შეხვედრას კატალონიელები პირველ ოქტომბერს ითამაშებენ. მათი მოწინააღმდეგე შვეიცარიული "იანგ ბოიზი" იქნება.


Facebook კომენტარები