1 წლის და 2 თვის წინ
ცნობილია: რა უთხრა ფლიკმა ფეხბურთელებს მარცხის შემდეგ
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა მარცხით დაიწყო. კატალონიელები გასვლაზე "მონაკოსთან" დამარცხდნენ, ანგარიშით 2:1.
ესპანური SPORT-ის ჟურნალისტმა, ივან სან ანტონიომ მოგვაწოდა ცნობები იმის შესახებ, თუ რა უთხრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა თავის ფეხბურთელებს წაგებული მატჩის შემდეგ.
აი, რას წერს სან ანტონიო:
"მატჩის მერე ფლიკმა მოთამაშეები გაამხნევა და აღნიშნა, რომ ერიკ გარსიას წითელმა ბარათმა ყველაფერი შეცვალა.
ჰანსიმ ფეხბურთელებს შემართება და გამძლეობა შეუქო. მას სჯერა, რომ ეს გამოცდილება გუნდს მხოლოდ გააძლიერებს."
შეგახსენებთ, რომ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ლიგის ფაზის ეგიდით კატალონიელებს კიდევ 7 მატჩის ჩატარება მოუწევს. პირველ ოქტომბერს ისინი შვეიცარიულ "იანგ ბოიზს" მიიღებენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი