1 წლის და 2 თვის წინ
"ბარსელონას" საშინელი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონიც მარცხით გახსნა, რითაც თავისი ისედაც შემაშფოთებელი სტატისტიკა კიდევ უფრო გააურესა.
საქმე იმაშია, რომ "ბლაუგრანას" ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ჩატარებული ბოლო 26 მატჩიდან, 12 წაგებული აქვს. მაშასადამე, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ამ პერიოდში შეხვედრების 46.2% წააგეს.
შედარებისთვის, იქამდე, სანამ ეს სერია დაიწყებოდა, "ბარსას" ნათამაშებ 79 მატჩში მარცხის 13.9%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.
ეს სტატისტიკური მონაცემიც ცხადყოფს, თუ რამდენად კრიზისულია "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" უკანასკნელი სეზონები.
ჰანსი ფლიკის გუნდს შედეგების გაუმჯობესების შანსი კიდევ ექნება, რადგან გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მინიმუმ 7 მატჩი აქვს ჩასატარებელი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი