"ბარსელონას" 17 წლის სუპერტალანტს, ლამინ იამალს იმ ფეხბურთელების დასახელება სთხოვეს, რომლითაც თავისთვის სასურველ, 7-კაციან გუნდს შეკრავდა. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
მეკარე: ინიაკი პენია
დაცვა: რონალდ არაუხო, პაუ კუბარსი
ნახევარდაცვა: პედრი, პაბლო გავი
თავდასხმა: ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი
"ბლაუგრანას" 19-მა ნომერმა თავის გუნდს მთავარ მწვრთნელად ჰანსი ფლიკი შეურჩია, გუნდის ფერებად კი "ბარსელონასთვის" ტრადიციული ლურჯ-ბროწეულისფერი შეინარჩუნა.
ბევრმა შენიშნა, რომ იამალმა გოლკიპერად არა "ბარსას" კაპიტანი, მარკ ანდრე ტერ შტეგენი, არამედ ინიაკი პენია დაასახელა. ეს გერმანელი გოლკიპერის არადამაჯერებელ ასპარეზობასაც დაუკავშირეს, რისი კიდევ ერთი მაგალითი "მონაკოს" წინააღმდეგაც ვიხილეთ, თუმცა, ცხადია, მსგავსი ქვეტექსტების ძიება არასწორი იქნებოდა. გაცილებით უფრო სავარაუდოა, "ლა მასიის" მიერ აღზრდილ და ესპანელ ინიაკი პენიასთან ლამინს უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეს და ეს განაპირობდეს მის არჩევანსაც.