1 წლის და 3 თვის წინ
"ბარსა" გრინვუდზე ფიქრობს - საქმეში კიდევ 2 გრანდია
ავტორი
Aa
Talksport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" მეისონ გრინვუდის 2025 წლის ზაფხულში დამატებაზე ფიქრობს.
"ბლაუგრანას" სკაუტები 22 წლის ინგლისელის მიერ მარსელის "ოლიმპიკის" მაისურით ჩატარებულ რამდენიმე მატჩს დაესწრნენ და შთაბეჭდილების ქვეშ დარჩნენ.
გარდა კატალონიური გრანდისა, "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილი გარემარბის პროგრესს მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "ატლეტიკოც" აკვირდებიან.
"ლურჯ-ბროწეულისფრებს" გრინვუდს გასულ ზაფხულსაც უკავშირებდნენ. მეისონის მიერ "ხეტაფეში" ნაჩვენები თამაში კლუბში ბევრს მოსწონდა, თუმცა, საბოლოოდ, ინგლისელი "ველოდრომზე" აღმოჩნდა.
აქვე გეტყვით, რომ კორსიკელებმა ახალგაზრდა თავდამსხმელში 26 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ლიგა ერთში ჩატარებულ 4 მატჩში გრინვუდის მონაგარი 5 გოლი და 1 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი