2 თვის წინ
"ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს" - ფლიკმა ტერ-შტეგენი დაიცვა
"ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს" - ფლიკმა ტერ-შტეგენი დაიცვა
ავტორი
Aa

ჩემპიონთა ლიგის გახსნითი მატჩის შემდეგ, სადაც "ბარსელონა" "მონაკოსთან" ანგარიშით 2-1 დამარცხდა, გუნდის კაპიტნის, მარკ ანდრე ტერ შტეგენის მიმართ გულშემატკივრის მხრიდან ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა. როგორც ირკვევა, ამის გამო ფეხბურთელმა კლუბს ტრანსფერზე დაყენებაც კი მოსთხოვა. 

ამ თემას რა საკვირველია, კლუბის მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკიც გამოეხმაურა. გერმანელის თქმით, შეცდომას ნებისმიერი გუნდის მოთამაშე უშვებს და ამის გამო ტერ შტეგენის კრიტიკა არასწორია. 

"ვფიქრობ, რომ მარკის მთავარი დადებითი თვისება, ფეხით კარგად თამაშია, რაც ჩვენს სტილს იდეალურად ერგება. მართალია, მან "მონაკოსთან" მატჩში შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, რადგან ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ჩვენ ყველაფერი დეტალურად გავიარეთ და შემდეგში, ფეხბურთელებს ბევრად გასაგები ინსტრუქცია ექნებათ." განაცხადა ფლიკმა. 

რა საკვირველია, გერმანელის საუბრიდან გამომდინარე, გამორიცხულია ტერ შტეგენი ძირითადი შემადგენლობის მიღმა ვიხილოთ. მთავარი მწვრთნელი კაპიტანს სრულ ნდობას უცხადებს. 

აქვე გეტყვით, რომ 2024/25 წლების სეზონში, გერმანელმა კარის მცველმა კარის მშრალად შენახვა 6 მატჩიდან მხოლოდ ერთში შეძლო.



Facebook კომენტარები