"ბარსელონას" 20 წლის ნახევარმცველის, პაბლო გავის რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს, ამიტომ მინდორს ის შეიძლება ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდეც დაუბრუნდეს, - იუწყება SPORT.
არადა, ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბლაუგრანას" 6-იანის დაბრუნებას 20 ოქტომბერს, "სევილიასთან" მატჩში უნდა დავლოდებოდით.
გავი უკვე 10 დღეა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი მას დატვირთვას თანდათანობით უზრდის.
ფრენკი დე იონგი, რომელიც ლაზარეთიდან ასევე ახალი გამოსულია, განაცხადში პაბლოზე ადრე დაბრუნდება.
ესპანური გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გავისთან მიმართებაში, "ბლაუგრანა" აჩქარებას არ აპირებს. კატალონიურ გრანდში იციან, რამდენად მძიმე ტრავმა გადაიტანა ახალგაზრდა ნახევარმცველმა, რაც კლუბს სიფრთხილისკენ უბიძგებს.
ცნობისთვის, უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც "ბარსამ" ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე უნდა ჩაატაროს, 6 ოქტომბერს, "ალავესის" წინააღმდეგაა ჩანიშნული.