როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" დღეს ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩს ჩაატარებს, სადაც გასვლაზე "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.
Mundo Deportivo-ს ვერსიით, ჰანსი ფლიკი "ესტადიო დელა სერამიკას" მინდორზე ასეთ თერთმეტეულს გამოიყვანს:
მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
დაცვა: ალეხანდრო ბალდე, ინიგო მარტინესი, პაუ კუბარსი, ჟულ კუნდე
ნახევარდაცვა: ერიკ გარსია, პედრი (ან პაბლო ტორე), მარკ კასადო
თავდასხმა: რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი, ლამინ იამალი
ანალოგიური მოლოდინი აქვს Sport-საც.
შეგახსენებთ, რომ გარდა იმ ტრავმირებული ფეხბურთელებისა, რომლებიც "ბლაუგრანას" საკმაო ხანია ვერ ეხმარებიან, გუნდს დღეს ფერან ტორესიც დააკლდება. ესპანელი თავდამსხმელი "ჟირონასთან" მიღებული წითელი ბარათის გამოა დისკვალიფიცირებული.
"ყვითელი წყალქვეშა ნავისა" და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ჯახი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.