2 თვის წინ
"ბარსელონას" ცხრიანი სურს - 3 სასურველი კანდიდატი
"ბარსელონას" ცხრიანი სურს - 3 სასურველი კანდიდატი

"ბარსელონას" პოლონელმა ცენტრფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო. ლა ლიგის 4 ტურში რობერტს 4 გოლი აქვს გატანილი, რასაც 2 ასისტიც ერთვის თან.

მიუხედავად იმედისმომცემი სტარტისა, ცხადია, რომ მთელი იმედების 36 წლის ფეხბურთელზე დამყარება სწორი არ იქნება. ვიტორ როკეს განათხოვრებამ რობერტი გუნდში კონკურენტის გარეშე დატოვა და ეს სეზონი ასეც ჩამთავრდება, თუმცა კატალონიელებმა ახალი ცხრიანის მოყვანაზე აუცილებლად უნდა იფიქრონ.

ესპანურ SPORT-ს თუ დავუჯერებთ, "ბარსაში" ცენტრალური თავდამსხმელის შეძენას უკვე განიხილავენ. კლუბის სასურველი სია ასე გამოიყურება:

ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)

ვიქტორ გიოკერეში (სპორტინგი)

ბენჟამინ სესკო (ლაიფციგი)

ჩამოთვლილთაგან, ყველაზე ახალგაზრდა სესკოა და იგი და ფინანსურად ყველაზე ხელმისაწვდომიც უნდა იყოს, თუმცა ბენჟამინს ლონდონის "არსენალი" დიდი ხანია უმიზნებს და, მოარული ხმების თანახმად, მომდევნო ზაფხულს სლოვენიელი სწორედ "ემირეიტსზე" აღმოჩნდება.

აქვე გეტყვით, რომ ახალ სეზონში ჰოლანდს 5 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, გიოკერეშის აქტივში 7 შეხვედრაში 9 გოლი და 3 ასისტია, სესკოს მონაგარი კი 5 მატჩში 2 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას შეადგენს.


Facebook კომენტარები