1 წლის და 3 თვის წინ
უმძიმესი ტრავმა - რამდენი ხნით იუქმებს ტერ შტეგენი
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩში მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება კი იზეიმა, დაამარცხა რა "ვილიარეალი" ანგარიშით 1:5, თუმცა შეხვედრის პირველ ტაიმში კატალონიელებმა თავიანთი ნომერ პირველი მეკარე, მარკ ანდრე ტერ შტეგენი დაკარგეს.
32 წლის გერმანელი საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ მიწაზე ცუდად დაეშვა, მერე კი მოედნიდან საკაცით გახდა გასაყვანი. შემთხვევა პირველ ტაიმში მოხდა, როდესაც ანგარიში 1:2 გახლდათ.
RAC1-ის ინფორმაციით, მარკ-ანდრემ მარჯვენა მუხლში მყესი გაიწყვიტა. მის რეაბილიტაციას 8 თვე დასჭირდება.
ტერ შტეგენს ოპერაციის ჩატარება სჭირდება.
ეს ნიშნავს იმასაც, რომ ტერ შტეგენი გუნდს სეზონის დასკვნით ნაწილამდე ვერ დაუბრუნდება. იქამდე "ბარსა" ან ინიაკი პენიას უნდა დაეყრდნოს, ან იანვარში ახალი მეკარე ეძებოს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი