"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-6 ტურში "ვილიარეალი" 1:5 გაანადგურა. დუბლებით თავი რობერტ ლევანდოვსკიმ და რაფინიამ გამოიჩინეს, ერთი გოლიც კი პაბლო ტორეს ანგარიშზე გახლდათ.
კატალონიური გრანდისთვის ერთადერთი ნეგატივი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმა გახლდათ. დიდი ალბათობით, გერმანელი გოლკიპერი აპრილამდე (სულ მცირე) იუქმებს.
ამ ყველაფრის შესახებ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მატჩის შემდეგ ისაუბრა.
"ძალიან მომხიბვლელი მატჩი იყო. ჩემს გუნდს ვულოცავ. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს.
ვფიქრობ, რომ მსაჯებმა ყველა ფეხბურთელი უნდა დაიცვან. ლამინზე სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. ის საქმეს თავს კარგად ართმევს და ძალიან ნიჭიერია.
მარკის ტრავმის დიაგნოზს უნდა დაველოდოთ. ვფიქრობ, რომ დაზიანება საკმაოდ სერიოზულია. ტერ შტეგენის შემცვლელის დამატება? ეს შეკითხვა არ მომწონს. გთხოვთ, გესმოდეთ, რომ ახლა ძალიან დამწუხრებული ვარ და აღნიშნულ საკითხზე ლაპარაკი არ მინდა.
რაფინიაში პირველივე დღიდან დავინახე ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდისთვის ყველაფერს გაიღებს," - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსას" ლა ლიგაში ქულათა მაქსიმუმი აქვს აღებული და პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს გუნდი ოთხშაბათს, "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართავს.