2 თვის წინ
ვინ შეიძლება დაიმატოს "ბარსამ" - 3 მეკარე
ვინ შეიძლება დაიმატოს "ბარსამ" - 3 მეკარე

ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ, "ბარსელონას" მხოლოდ იმ მეკარის დამატება შეეძლება, რომელიც თავისუფალი აგენტია, - იუწყება Partizado Cope.

ლა ლიგის წესებში ვკითხულობთ, რომ ახლა კლუბს მხოლოდ უგუნდო მოთამაშეებით შეუძლია გაძლიერება. ის ფაქტი, რომ გერმანელი გოლკიპერი "ბლაუგრანას" სულ მცირე 8 თვით გამოაკლდა, გამონაკლისის დაშვების საფუძველს არ ქმნის.

Barca Universal-მა შემოგვთავაზა რამდენიმე საინტერესო კანდიდატი "ლურჯ-ბროოწეულისფერთათვის":

კეილორ ნავასი (37 წლის)

ედგარ ბადია (32 წლის)

ვოიცეხ შჩესნი (34 წლის)

ამ სამეულში ნავასი და ბადია თავისუფალი აგენტები არიან, შჩესნის კი კარიერის დასრულება სულ რამდენიმე კვირის გამოცხადებული აქვს. თუ "ბარსა" მასთან კონტაქტზე გავა, არაა გამორიცხული, პოლონელი ლურსმანზე დაკიდებული ხელთათმნის ჩამოხსნაზე დაფიქრდეს.

ცხადია, უფრო რეალური ვარიანტია, რომ "ბლაუგრანამ" იანვრამდე ინიაკი პენიაზე დადოს ფსონი, მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე კი სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ დაფიქრდეს.


Facebook კომენტარები