კლაუდიო ბრავომ "ბარსელონას" ყოფილმა მეკარემ, კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე მიანიშნა მას შემდეგ, რაც "ვილიარეალთან" მატჩში, ტერ შტეგენმა უმძიმესი ტრავმა მიიღო.
41 წლის ბრავომ საფეხბურთო კარიერა მას შემდეგ დაასრულა, რაც აგვისტოს თვეში "რეალ ბეტისთან" კონტრაქტი ამოეწურა. მიუხედავად ფეხბურთიდან წასვლისა, მან განაცხადა: "თუ ბარსელონადან დამირეკავენ, მე დაბრუნებისთვის მზად ვიქნები."
გასულ სეზონში, ბრავომ "ბეტისისა" და ჩილეს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ჯამში 10 გოლი გაუშვა და კარი მშრალად ხუთჯერ შეინახა.
შესაძლოა ბრავოს დაბრუნება არც თუ ისე წამგებიანი ვარიანტია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეკარეს "ბლაუგრანაში" თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს. აქვე ეტყვით იმასაც, რომ ბრავოს გარდა, მედიაში საუბარია პოლონელ შესნიზეც, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ზაფხულში, 34 წლის ასაკში დაასრულა.