1 წლის და 10 თვის წინ
ლა ლიგაში საუკეთესო - რაფინიას შთამბეჭდავი შედეგი
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტევმა, რაფინიამ ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო.
27 წლის გარემარბს ლა ლიგის 6 მატჩში უკვე 5 გოლი და 2 ასისტი აქვს აქტივში.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ერთ-ერთმა კაპიტანმა "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ ჰეთ თრიქი შეასრულა, "ვილიარეალთან" კი დუბლით გამოირჩა.
სხვათა შორის, რაფინია ლა ლიგაში საუკეთესოა შექმნილი საგოლე მომენტების რიცხვითაც.
ბრაზილიელმა 6 ტურში 19 საგოლე შანსი შექმნა. მსგავსი მაჩვენებელი ესპანეთის ჩემპიონატში სხვას არავის აქვს.
რაფინიას თავისი სტატისტიკის გაუმჯობესება ხვალ, "ხეტაფესთან" გასამართ მატჩში შეეძლება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
9 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
9 თვის და 4 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
10 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
10 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი