თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვოიცეხ შჩესნი "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამწვრთნელო შტაბს ვოიცეხის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება. მიუხედავად ამისა, მას ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს არავინ შეჰპირდება და კონკურენციაში ინიაკი პენიასთან და ასტრალაგასთან შესვლა მოუწევს.
თავად შჩესნი დარწმუნებულია, რომ ნომერ პირველი მეკარის სტატუსს მოიპოვებს.
არის კიდევ ერთი მომენტიც: მართალია, "იუვენტუსთან" კონტრაქტი პოლონელს ურთიერთშეთანხმებით გაუწყდა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს თვეებში იგი რომელიმე კლუბს შეუერთდებოდა, "ბიანკონერიმ" მცირე კომპენსაციის მიღების უფლება დაიტოვა. "ბლაუგრანაში" იმედოვნებენ, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე გადაწყდება.
"ბარსაში" სურთ, შჩესნი ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე მზად იყოს სათამაშოდ.
შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა კიპერმა ზაფხულის ბოლოს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ ტერ შტეგენის ტრავმამ და "ბარსას" ინტერესმა ყველაფერი შეცვალა.