1 თვის და 4 კვირის წინ
"ბარსას" მამარდაშვილი უნდოდა - რატომ არ შედგა ტრანსფერი
"ბარსას" მამარდაშვილი უნდოდა - რატომ არ შედგა ტრანსფერი

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე მეკარეს, სულ ერთი სეზონით იმატებს, კლუბმა უკვე დაიწყო მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გრძელვადიანი შემცვლელის ძიება, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, თუ "ბლაუგრანა" 2025 წლის ზაფხულში გოლკიპერს შეიძენს, მთავარი სამიზნე "პორტუს" პორტუგალიელი კიპერი, დიოგუ კოშტა იქნება.

"დრაკონების" კარის დარაჯს "ბარსას" სპორტული დირექტორი დეკუ დიდი ხანია ადევნებს თვალს. საქმეს აიოლებს ისიც, რომ კოშტას აგენტი ჟორჟე მენდეშია.

სხვათა შორის, MD წერს, რომ "ბლაუგრანა" გიორგი მამარდაშვილითაც იყო დაინტერესებული.

"ვალენსიას" ქართველი კიპერის შეძენა კლუბმა გასულ ზაფხულს არ სცადა, რისი მიზეზიც ფინანსური პრობლემები და ტერ შტეგენისადმი გამოხატული ნდობა გახლდათ.

საბოლოო ჯამში, მამარდა "ლივერპულმა" გაიფორმა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" კი მოუწევთ, გერმანელი კაპიტნის მემკვიდრე სხვაგან ეძიონ.


Facebook კომენტარები