ლიონელ მესის პრიორიტეტი "ბარსელონაში" დაბრუნებაა და კლუბი უკვე ეძებს ფორმულას ამის განსახორციელებლად, - იუწყება FootMercato.
წყაროს თანახმად, გასული წლის დეკემბერში მესისა და "პსჟ-ს" ახალი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული ჰქონდათ, მაგრამ თებერვალში რაღაც შეიცვალა.
სანტი აღნიშნავს იმასაც, რომ ლეოს კონფლიქტი აქვს "პარი სენ ჟერმენის" თავკაც კრისტოფ გალტიესთან. სხვათა შორის, "ლა პულგას" მამამ ამ ინფორმაციას წუხელ სიცრუე უწოდა.
35 წლის მეგავარსკვლავის "კამპ ნოუზე" დაბრუნების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორები ლა ლიგის ფინანსური ფეარ-პლეის წესები და "ბარსას" ფინანსური ფეარ პლეია.
მიუხედავად ამისა, მესის სურვილი აშკარაა: მას კვლავ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თამაში უნდა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს არგენტინელი თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში იგი "პსჟ-ს" 18 გოლითა და 17 საგოლე გადაცემით დაეხმარა.