გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" "ასტონ ვილას" 19 წლის თავდამსხმელის, კოლუმბიელი ჯონ დურანის დამატებით დაინტერესდა. კლუბი მან რობერტ ლევანდოვსკის საიმედო შემცვლელად მოიაზრებს.
დურანმა "ბლაუგრანას" ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც "ასტონ ვილას" შემადგენლობაში, 5 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა, ამათგან სამმა კი, მატჩის ბედი გადაწყვიტა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. ის პრემიერ ლიგის ამ სეზონში უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდაა.
როგორც გაირკვა, კლუბის სპორტულმა დირექტორმა დეკუმ, დურანის წარმომადგენლებთან შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდა ფორვარდის საშუალო მაჩვენებელი, ყოველ 32.75 წუთში ერთი გოლია, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. დურანის მიმართ ინტერესი არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოთქვა, თუმცა, როგორც ჩანს, "ბარსელონა" მათ შორის მოწინავე ადგილს იკავებს.