logo

"ბარსელონას" "მალიორკასთან" ვარსკვლავი დააკლდება

"ბარსელონას" "მალიორკასთან" ვარსკვლავი დააკლდება

როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, 13 ივნისს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრა, "მალიორკასა" და "ბარსელონას" შორის.

ეს იქნება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველი შეხვედრა სეზონის კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერების შემდეგ.

"ბლაუგრანას" განაცხადი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია ის, რომ გუნდი საგარეო შეხვედრაში კლემან ლენგლეს მოისაკლისებს.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფრანგმა 7 მარტს, "რეალ სოსიედადთან" შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მისთვის მე-5 გაფრთხილება გამოდგა.

"ჩური ურდინთან" გამარჯვების შემდეგ კატალონიელებს თამაში არ ჩაუტარებიათ, ამიტომ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ახლა იმოქმედებს.

იმის გათვალისწინებით, რომ სამუელ უმტიტის ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, არ გამოვრიცხოთ, ლენგლე ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ურუგვაელმა, როდრიგო არაუხომ ჩაანაცვლოს

1 თვის წინ
498 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 588
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი