როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" დღეს ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩს ჩაატარებს, სადაც "ხეტაფეს" დაუპირისპირდება.
მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალმა" გუშინ "ალავესი" დაამარცხა, "ბლაუგრანას" უპირატესობა უახლოეს მდევართან 1 ქულამდე შემცირდა. 4-ქულიანი სხვაობის დასაბრუნებლად კატალონიელებმა დღეს აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ.
მომდევნო შეხვედრების მნიშვნელობას ძალიან კარგად აანალიზებს "ბარსას" მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკიც.
SPORT-ის ინფორმაციით, გერმანელმა სპეციალისტმა თავის ფეხბურთელებს უთხრა, რომ "ელ კლასიკომდე" ლა ლიგის ლიდერის სტატუსით მისვლა ძალიან დიდი ბიძგის მიმცემი იქნება.
შეგახსენებთ, რომ "რეალთან" მატჩამდე "ბლაუგრანას" ლა ლიგაში "ხეტაფესთან", "ოსასუნასთან", "ალავესთან" და "სევილიასთან" აქვს სათამაშო.
"სანტიაგო ბერნაბეუ" მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს ჯახს 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23 საათიდან უმასპინძლებს.