1 წლის და 3 თვის წინ
იამალმა მინდორი კოჭლობით დატოვა - როგორ არის ლამინი
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-7 ტურში "ხეტაფეს" უმასპინძლა და 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ცენტრფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ლამინ იამალი დასახელდა. მართალია, 17 წლის ფეხბურთელს საგოლე მოქმედება არ მიუთვლია, თუმცა თავი უამრავი ეფექტური მომენტით დაგვამახსოვრა.
იამალმა მინდორი კოჭლობით დატოვა, მაგრამ, Cadena Ser-ს თუ დავუჯერებთ, ეს მხოლოდ კოჭში მიღებული დარტყმისგან გამოწვეული ტკივილის ბრალი გახლდათ.
"ბარსას" გასახდელში ამბობენ, რომ სერიოზული არაფერია და ლამინი თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის, მომდევნო მატჩი "ბლაუგრანას" "ოსასუნას" წინააღმდეგ ელოდება. 28 სექტემბერს გასამართი ჯახი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი