1 თვის და 4 კვირის წინ
"ანსუ ამიტომ არ ვათამაშე" - ფლიკი "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ
"ანსუ ამიტომ არ ვათამაშე" - ფლიკი "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ლა ლიგაში ზედიზედ მე-7 გამარჯვება იზეიმა. კატალონიელებმა "ხეტაფეს" რობერტ ლევანდოვსკის მიერ მე-19 წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოუგეს.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტების ბევრ შეკითხვას უპასუხა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის განცხადებებიდან.

"კლუბში მითხრეს, თუ რამდენად რთულია ხოლმე "ხეტაფესთან" თამაში, ამიტომ ბიჭებით ამაყი ვარ. ჩვენ 95 წუთის განმავლობაში ვიბრძოლეთ."

"შესნი? მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე შემიძლია ლაპარაკი, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. ახლა ჩვენი პირველი მეკარე ინიაკი პენიაა და მისით ბედნიერები ვართ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია."

"10 წელზე მეტია, რაც ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. მისი საქმე გოლების გატანაა და ამას აკეთებს კიდეც."

"გამარჯვება დავიმსახურეთ. მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ, თუმცა ეს პრობლემა არ არის. ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენი სათამაშო სტილი შევინარჩუნოთ."

"ასეთი მატჩები ჩვენთვის უფრო გამოსადეგია, ვიდრე ის შეხვედრები, სადაც მეტოქეს ბევრი გოლით ვანადგურებთ. თამაშები, სადაც გიჭირს, უნდა გაანალიზო და დასკვნები გამოიტანო."

"ანსუ ფატი 100%-ით მზადაა, მაგრამ მძიმე თამაში იყო და სხვა ფეხბურთელების შეყვანა გადავწყვიტეთ."

შეგახსენებთ, რომ "ბარსას" პრიმერაში ქულათა მაქსიმუმი (21) აქვს აღებული და მეორეადგილოსან "რეალს" 4 ქულით უსწრებს. 28 სექტემბერს კატალონიელები "ოსასუნას" ესტუმრებიან.


Facebook კომენტარები