როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" კარიერადასრულებულ პოლონელ მეკარეს, ვოიცეხ შჩესნის ფეხბურთში აბრუნებს. ტრანსფერი რომ გადაწყვეტილია, ეს ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა.
ჯერჯერობით გასარკვევია ის, თუ რა სტატუსით იქნება 34 წლის გოლკიპერი კატალონიურ გრანდში.
Footbal Espana-ს თუ დავუჯერებთ, ფლიკი გეგმავს, რომ "ბარსას" პირველ მეკარედ ინიაკი პენია დატოვოს, ვოიცეხი კი "ლა მასიელის" რეზერვისტად განიხილება.
ინიაკი თავს მოდუნების უფლებას ვერ მისცემს, რადგან პოლონელი სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის თავდაუზოგავ ბრძოლას აპირებს. ამას Que Thi Jugues-ის ცნობებიც ადასტურებს.
"თუ ისინი სათადარიგოთა სკამისთვის მიმატებენ, მირჩევნია, არ მოვიდე," - უთქვამს შჩესნის თანამემამულე რობერტ ლევანდოვსკისთვის.
ამ ინფორმაციას თუ სიმართლედ მივიჩნევთ, მაშინ გამოდის, რომ შჩესნისთვის პირველ მეკარეობაზე გარკვეული გარანტიები მიუციათ.
აქვე გეტყვით, რომ ვოიცეხის სათამაშო კონდიციებში ჩადგომის სავარაუდო ვადად ოქტომბრის ბოლო განიხილება.