2 თვის წინ
ფლიკი ყველას აოცებს - ჰანსის მუშაობის მეთოდები
ფლიკი ყველას აოცებს - ჰანსის მუშაობის მეთოდები

Jijantes-მა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის შესახებ საინტერესო ცნობები მოგვაწოდა.

წყაროს თანახმად, ბევრი გულშემატკივარია იმით გაოცებული, რომ მათ ბევრჯერ უნახავთ, თუ როგორ ტოვებს გერმანელი სპეციალისტი სპორტულ ცენტრს, მაგრამ არასდროს უნახავთ, თუ როგორ შედის იგი შიგნით.

ამის მიზეზი ფლიკის გადაწყვეტილებაა, რომ ადგილზე სავარჯიშო სესიამდე 3-4 საათით ადრე გამოცხადდეს და ეს დრო სტაფის წევრებთან გაატაროს.

გერმანელს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს თავის ფეხბურთელებთანაც. იგი ძალიან ხშირად ურეკავს მათ, განსაკუთრებით აქტიურად კი ტრავმირებულებთან ინარჩუნებს კონტაქტს.

მაშინ, როდესაც "ბარსა ატლეტიკმა" ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ასასვლელი პლეი ოფის ფინალი "კორდობასთან" წააგო, პირველ გუნდში მოვარჯიშე ფეხბურთელებს მან სათითაოდ ჩამოურეკა, გაამხნევა და კარგი სეზონი მიულოცა. 

ფლიკმა იცის, რომ ფეხბურთელები მისი მეგობრები არ არიან და არც უნდა იყვნენ, მაგრამ იგი გასახდელში ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობს, ეს კი შედეგებზეც აისახება.


Facebook კომენტარები