1 თვის და 3 კვირის წინ
უეფამ "ბარსელონა" დასაჯა - რა არის ამის მიზეზი
ავტორი
Aa
ჟურნალისტი არანჩა როდრიგესი ირწმუნება, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია უეფამ "ბარსელონა" დააჯარიმა.
ამის მიზეზი კატალონიური გრანდის ქომაგების ქმედება გახლდა. "მონაკოსთან" გამართულ მატჩში "ბარსას" რამდენიმე გულშემატკივარმა რასისტული შინაარსის ბანერი გადმოფინა.
"ბლაუგრანას" 10 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მომდევნო საგარეო შეხვედრაში თავიანთი ქომაგებისთვის ბილეთების მიყიდვა არ შეეძლებათ.
ეს იმას ნიშნავს, რომ 7 ნოემბერს, "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ ბელგრადში ფლიკის გუნდს ვერავინ გაამხნევებს.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფაზა "ბარსამ" "მონაკოსთან" მარცხით დაიწყო. პირველ ოქტომბერს "ბლაუგრანა" შვეიცარიულ "იანგ ბოიზს" უმასპინძლებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 საათის და 50 წუთის წინ
ღირსეული ჟესტი - მესი "ბარსელონას" სიყვარულს ისევ ამტკიცებს
1 დღის და 4 საათის წინ
რა აფიქრებთ "ბარსელონაში" დავიდზე - 2 ფაქტორი
1 დღის და 6 საათის წინ
"ბარსა" ფიფასგან დიდ თანხას მიიღებს - რა არის ამის მიზეზი
1 დღის და 23 საათის წინ
ბუფონი: "ბარსელონაში" გადასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ..."