1 თვის და 3 კვირის წინ
"რეალზე" წინ - "ბარსელონამ" ისტორიულ ნიშნულს უწია
"რეალზე" წინ - "ბარსელონამ" ისტორიულ ნიშნულს უწია
ავტორი
Aa

როგორც უკვე ვიხილეთ, ლა ლიგის გუშინდელ მატჩში "ხეტაფეს" წინააღმდეგ, რობერტ ლევანდოვსკის გოლით "ბარსელონამ" ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა. 

პოლონელის ეს გოლი "ბარსელონასთვის" ისტორიული გამოდგა, კერძოდ, ეს კლუბის ისტორიაში რიგით 6500 გოლია, რითაც "ბლაუგრანამ" მადრიდის "რეალს" გადაასწრო და გახდა პირველი გუნდი ესპანეთში, ვინც ეს ნიშნული დააფიქსირა. 

გეტყვით იმასაც, რომ "ბარსას" ამისათვის 3035 ლიგის მატჩი დასჭირდა, საშუალოდ 2.14 გოლი მატჩში. ამ ბურთებით კლუბმა ჯამში 1766 გამარჯვებას, 613 ფრეს და 653 წაგებას მიაღწია. 

მიუხედავად კლუბის ისტორიული სუპერშემტევი შესაძლებლობებისა, ამ მიღწევაში დაცვის ხაზმაც უდიდესი როლი ითამაშა, კერძოდ, "ბარსელონამ" არსებობის ისტორიაში ჯამში 3362 გოლი გაუშვა, რაც სხვა ესპანურ კლუბებთან შედარებით, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.



Facebook კომენტარები