2 წლის და 7 თვის წინ
არაუხოსა და ვინისიუსის შესანიშნავი ურთიერთობის ამბავი
ავტორი
Aa
თანამედროვე "ელ კლასიკოს" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი რონალდ არაუხოსა და ვინისიუს ჟუნიორის დუელია. "ბარსელონას" მცველი და "რეალის" გარემარბი ერთმანეთს ძალიან ხშირად უპირისპირდებიან და ამ ბრძოლაში გამარჯვება უმეტესად ურუგვაელს რჩება ხოლმე.
Mundo Deportivo წერს, რომ მიუხედავად ამ დუელის დაძაბულობისა, ფეხბურთელებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
არაუხო პორტუგალიურ ენას ბრწყინვალედ ფლობს. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ვინისიუსისთვის ეს ენა მშობლიურია, ამიტომ ამან იგი ძალიან დააინტერესა.
წყაროს თანახმად, ახალგაზრდა ვარსკვლავები ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს სცემენ. არაუხომ ვინისიუსს დაბადების დღის მისალოცი ტექსტიც კი გაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ მათ კიდევ ერთ ჯახს კვირას, თბილისის დროით 23:55 საათიდან ვიხილავთ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 დღის და 20 საათის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი