1 თვის და 3 კვირის წინ
"უსამართლოდ მოგვექცნენ" - პედრიმ მსაჯის შეცდომები აღნიშნა
"უსამართლოდ მოგვექცნენ" - პედრიმ მსაჯის შეცდომები აღნიშნა

"ბარსელონამ" ლა ლიგის 2024/2025 წლების სეზონში პირველად წააგო. გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე "ბლაუგრანა" პამპლონაში "ოსასუნასთან" დამარცხდა, ანგარიშით 4:2.

"ბლაუგრანას" მხრიდან გოლები პაუ ვიქტორმა და ლამინ იამალმა გაიტანეს. იამალი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

წაგებული შეხვედრა კატალონიელთა 21 წლის ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა შეაფასა.

"ოსასუნას" მეორე გოლის დროს პაუ ვიქტორზე აშკარა ჯარიმა იყო, ხოლო იამალზე პენალტი უნდა დაენიშნათ. მსაჯი უსამართლოდ მოგვექცა.

მეტოქეს კონტრშეტევებისთვის დიდი სივრცე დავუტოვეთ.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საშინაო მატჩი უნდა მოვიგოთ," - თქვა პედრიმ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ელით. პირველ ოქტომბერს ისინი შვეიცარიულ "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდებიან.


Facebook კომენტარები