6 დღის და 8 საათის წინ
"პირველი მატჩი წავაგეთ, მაგრამ..." - ფლიკი "იანგ ბოიზთან" შეხვედრის წინ
"პირველი მატჩი წავაგეთ, მაგრამ..." - ფლიკი "იანგ ბოიზთან" შეხვედრის წინ

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე მატჩს ჩაატარებს, სადაც შვეიცარიულ "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ბევრ შეკითხვას უპასუხა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს აღნიშნული პრესკონფერენციიდან:

"მონაკოსთან" თამაში უნდა დავივიწყოთ. ახლა ჩვენ უქულოდ ვართ, მეტოქედ კი ძალიან კარგი გუნდი გვყავს და სახლში ვთამაშობთ."

"ენერგიული ფეხები გვჭირდება. ფრენკი დე იონგის დაბრუნება დიდებული ამბავია, თუნდაც მან სულ 5-10 წუთით შეძლოს თამაში. ეს მთელ გუნდს აბედნიერებს. თუ დე იონგს შანსი ექნება, იგი ითამაშებს."

"მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ. ბურთთან ერთად ჩვენი შესაძლებლობები უნდა ვაჩვენოთ. როცა ბურთი გვაქვს, ვიცით, თუ როგორ ვიკომბინიროთ და რა გავაკეთოთ. თავდაცვას საკვანძო მნიშვნელობა აქვს. პასუხისმგებლობა საკუთარ თავებზე უნდა ავიღოთ."

"რადიკალები სტადიონზე? ამ ხალხის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს და მათ სტადიონზე შესვლა აუკრძალონ. ეს ფეხბურთის ნაწილი არ არის. ქომაგები გულშემატკივრობით უნდა იყვნენ დაკავებულნი."

"ჩემპიონთა ლიგის რეკორდი არ მადარდებს. მწვრთნელებს წარმატებულობა უნდათ. დადებითად ვარ განწყობილი, რადგან გუნდი კარგად მუშაობს და მომხიბლავ ფეხბურთს თამაშობს."

"ვითამაშებთ იმ გუნდით, რომელზეც ვფიქრობთ, რომ "იანგ ბოიზის" დასამარცხებლად შესაფერისია. დიახ, პირველი მატჩი წავაგეთ, მაგრამ მწუხარებას არ უნდა მივეცეთ."

"იქნება თუ არა შჩესნი პირველი მეკარე? იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც შემადგენლობის წევრნი არ არიან, არ ვლაპარაკობ. გარანტიებს ვერავინ მიიღებს. ეს "ბარსელონაა".

შეგახსენებთ, რომ ესპანურ-შვეიცარიული ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები