1 წლის წინ
"ბარსა" მოთამაშის გაყიდვას განიხილავს - რა პირობა აქვს კლუბს
ავტორი
Aa
თუ ანდრეას კრისტენსენი "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის, კლუბი მის გაყიდვას განიხილავს, - იუწყება მატეო მორეტო.
დანიელი უკანახაზელი ამჟამად ტრავმირებულია, მოედანს კი წლის ბოლოსთვის უნდა დაუბრუნდეს.
კრისტენსენს "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულება 2026 წლის ივლისში ეწურება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ უახლოეს თვეებში იგი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, 2025 წლის ზაფხულში მისი შეღავათიან ფასად გაყიდვა გახდება საჭირო.
აქამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, 28 წლის ფეხბურთელს კარიერის კატალონიაში გაგრძელება სურდა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეასი "ბარსას" 2022 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან 75 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 საგოლე მოქმედება მიითვალა და 2 ტიტული მოიგო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 დღის და 20 საათის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 კვირის და 6 დღის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი