1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია: რა ნომრით ითამაშებს შჩესნი "ბარსაში"
ავტორი
Aa
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ჟორდი ბატლე იუწყება, რომ ვოიცეხ შჩესნი "ბარსელონაში" 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ამის მიზეზი შემდეგნაირია: ლა ლიგაში მეკარეებს მხოლოდ 1, 13 და 25 ნომრებით შეუძლიათ თამაში. ვინაიდან პირველი ორი ნომერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და ინიაკი პენიას აქვთ დაკავებული, 34 წლის პოლონელს არჩევანიც არ რჩება.
"ბარსას" ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც თამაშისას ზურგზე 25 ეწერა, პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახლდათ. ამ ნომრით უთამაშიათ ჟორდი მასიპსა და ოიერსაც.
რაც შეეხება შჩესნის, 25 ნომრით იგი "რომაში" ნათამაშებ პირველ სეზონში გამოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ ვოიცეხმა "ბარსაში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ტრანსფერის გაოფიციალურებას ხვალ ველოდებით.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 4 დღის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი