"ბარსელონა" ფრანგული "ლილის" კანადელი თავდამსხმელის, ჯონათან დავიდის დამატებაზე ფიქრობს, - იუწყება SPORT.
დავიდს "მასტიფებთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება. მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატების შესაძლებლობა "ბლაუგრანას" ძალიან ხიბლავს.
კატალონიურ გრანდს ჯონათანთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება 2025 წლის იანვარშივე შეეძლება
"ლურჯ-ბროწეულისფრებს" გაისად ცენტრფორვარდის გაფორმება აქვთ განზრახული, რადგან რობერტ ლევანდოვსკი უკვე 37 წლის ხდება, გრძელვადიან პერსპექტივაში მასზე დაყრდნობა კი ლოგიკური ნამდვილად არ იქნება.
წყაროს თანახმად, "ბარსას" ლისაბონის "სპორტინგის" შვედი გოლეადორი, ვიქტორ გიოკერეშიც მოსწონს, მაგრამ კლუბში იციან, რომ გიოკერეშის შეძენა დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, ამიტომ უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტებს ეძებენ. დავიდი სწორედ ასეთია.
ჯონათანმა 2024/2025 წლების სეზონი ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო. 11 მატჩში მან თავი 7 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.