1 თვის და 2 კვირის წინ
"ყველაზე მეტად ეს შეიცვალა" - რაფინია "იანგ ბოიზთან" მატჩის შემდეგ
"ყველაზე მეტად ეს შეიცვალა" - რაფინია "იანგ ბოიზთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ფაზაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. კატალონიელებმა შვეიცარიულ "იანგ ბოიზს" 5:0 მოუგეს. "ბლაუგრანადან" თავი რობერტ ლევანდოვსკიმ (დუბლი), რაფინიამ და ინიგო მარტინესმა გამოიჩინეს, ბოლო გოლი კი ავტოგოლი გახლდათ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რაფინია დასახელდა. ბრაზილიელმა მცირე ინტერვიუც გასცა.

"მონაკოსთან" და ლა ლიგაში განცდილ მარცხებზე რეაგირება სწრაფად უნდა მოგვეხდინა. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობთ, ჩვენი ქომაგების წინ თამაში კი საქმეს ყოველთვის გვიადვილებს.

ის, რაც ყველაზე მეტად შეიცვალა, ჩემი პოზიციაა. ყოველთვის მინდოდა, რომ საქმისთვის თავი კარგად გამერთვა. სირბილი არასდროს უნდა შეწყვიტო; არ აქვს მნიშვნელობა, იგებ თუ აგებ. სირბილი და გოლების გატანა მთავარია.

ჩვენ მაღალ პრესინგს ვთამაშობთ და ამას კარგად ვაკეთებთ.

ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პლეი ოფის პირდაპირ საგზურს ეს 8 თამაში გადაწყვეტს," - თქვა რაფინიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მომდევნო მატჩს "ბარსა" მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 23 ოქტომბერს გაიმართება.


Facebook კომენტარები