1 თვის და 3 კვირის წინ
ჰოლანდი თუ ნეიმარი - ლაპორტას დიდი გეგმები აქვს
ჰოლანდი თუ ნეიმარი - ლაპორტას დიდი გეგმები აქვს

ჟოან ლაპორტას უნდა, რომ "სპოტიფაი კამპ ნოუზე" დაბრუნებას ახალი სუპერვარსკვლავით შეეგებოს, - იუწყება SPORT.

"ბარსელონას" პრეზიდენტის ნომერ პირველი სამიზნე "მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელი ცენტრფორვარდი, ერლინგ ჰოლანდია, მაგრამ ასევე არსებობს "ალ ჰილალის" ბრაზილიელი გარემარბის, ნეიმარის ვარიანტიც.

წყაროს თანახმად, ნეი "ბლაუგრანაში" შეიძლება 2025 წელს დაბრუნდეს, რადგან არაბულ კლუბთან კონტრაქტი მას სწორედ ამ დროს ეწურება. გარდა ამისა, ბრაზილიელს 2026 წლის მუნდიალზეც უნდა სურდეს თამაში, ამის გაკეთებაში კი "ლურჯ-ბროწეულისფრები" აუცილებლად დაეხმარებიან.

"ლაპორტამ ნეიმარის დასაბრუნებლად ხელები დაიკაპიწა," - წერს SPORT-ი. საქმეშია "ბარსას" პრეზიდენტის უახლოესი მეგობარი და სუპერაგენტი, პენი ზაჰავი.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის შემტევი "ალ ჰილალს" 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა. არაბეთში გადაბარგებიდან მალევე მან უმძიმესი ტრავმა მიიღო, მწყობრში კი ახლაღა დგება. 

რაც შეეხება "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდს, ნეი კატალონიური გრანდის ღირსებას 2013-2017 წლებში იცავდა. 186 მატჩში მან თავი 105 გოლითა და 76 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები