1 თვის და 3 კვირის წინ
"პირველად მან დამირეკა" - შჩესნი "ბარსაში" გადასვლაზე
"პირველად მან დამირეკა" - შჩესნი "ბარსაში" გადასვლაზე
ავტორი
Aa

კლუბში ოფიციალურად გადასვლის შემდეგ, ვოიცეხ შჩესნიმ "ბარსელონას" ვებსაიტთან ისაუბრა იმაზე, თუ რა როლი ითამაშა მის ამ ნაბიჯში რობერტ ლევანდოვსკიმ. 

"ლევადოვსკი პირველი იყო, ვინც დამირეკა და მკითხა, თუ რამდენად რეალური იყო ჩემი დაბრუნება, ვინაიდან, კარიერა უკვე დასრულებული მქონდა." 

"მას ჩემი გადაბირება დასჭირდა, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, შემეძლო თუ არა ახალი გამოწვევების მიღება. თუმცა, შემდეგ ჩემს ოჯახის წევრებსა და ბეგობრებს ვესაუბრე, რომლებმაც მითხრეს, რომ ამ შეთავაზების უარყოფა დიდი სისულელე იქნებოდა." 

"რობერტმა ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა, ვინაიდან სწორედ ის იყო პირველი, ვინც დამირეკა და ამ იდეაზე მესაუბრა." განაცხადა შჩესნიმ. 

შეგახსენებთ, რომ 34 წლის პოლონელი მეკარე "ბლაუგრანამ" სეზონის ბოლომდე უკვე ოფიციალურად დაიმატა, ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მარკ ანდრე ტერ შტეგენმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც ის დარჩენილ სეზონს გამოტოვებს. 

გეტყვით იმასაც, რომ შჩესნიმ საფეხბურთო კარიერა 2024 წლის ზაფხულში დაასრულა. მან გასულ სეზონში, "იუვენტუსის" შემადგენლობაში ჯამში 35 მატჩი ჩაატარა და იტალიის ჩემპიონატში კარის მშრალად შენახვა 15-ჯერ შეძლო.


Facebook კომენტარები